Posts

ბიძინა ჩოლოყაშვილი

  კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში თეიმურაზ მეფის მხარეს იყო. 1648 წელს მისი დავალებით ბიძინამ ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისთვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების შემდეგ 1659 წელს შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმენებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. იგი წამებით მოკლეს.  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის  წმინდანი, ხსენების დღე - 1 ოქტომბერი, 18 სექტემბერი (ძველი სტილით).

1659 წლის აჯანყება

Image
  კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად   სპარსელმა   დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება.   ყიზილბაშებმა   დაიწყეს კახეთში ციხეების აგება ( ბახტრიონი ,   ალავერდის   მონასტერი   ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რომელთა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი კი ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებული ელები კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს. კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ...